„ქვეყანამ ომი რომ დაიწყოს, სტატუსი კი არა, ქვეყანა აღარ დარჩება”- კახა კალაძე

,,ომი არ დაიწყება საქართველოში, იქნება მშვიდობა, სიმშვიდე, ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ინტერესები იყოს წამოწეული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ  განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, ომის დაწყების შემთხვევაში, საქართველო  უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.

„ქვეყანამ ომი რომ დაიწყოს, სტატუსი კი არა, ქვეყანა აღარ დარჩება; ეს იქნება უდიდესი პრობლემა, ჩვენ ვნახეთ უკრაინის მაგალითზე და უკრაინას თავი რომ დავანებოთ, 2008 წელს, ყველამ კარგად გავიხსენოთ, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში – დაკარგული ტერიტორიები, ადამიანების დაკარგული სიცოცხლე, დაკარგული სოფლები, გაქცეული მთავრობის წევრები. საქართველოში ომი რომ დაიწყოს, ქვეყანა აღარ დარჩება, სახელმწიფო აღარ იქნება. მე ვფიქრობ, რომ ვერ მოგვცემენ, სახელმწიფო რომ აღარ იქნება, ომი რომ დაიწყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები