საბერძნეთში “კანონიერი ქურდი” კაკო ბილანიშვილი და საქართველოს 12 მოქალაქე დააკავეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცველებმა საქართველოს 13 მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალი ძარცვაში, ქურდობასა და ყაჩაღობაში ედებათ.

დაჯგუფების მეთაურად “კანონიერ ქურდი”, 72 წლის  კაკო ბილანიშვილია დასახელებული. მის გარდა, დაკავებულები არიან: 33 წლის ბექა ბალახაძე, 31 წლის ლიკა ჟვანია, 26 წლის ზაზა თევზაძე, 38 წლის დავით რუბაშვილი , 30 წლის მიხეილ შანყულაშვილი, 27 წლის ჯემალ ლეჟავა, 32 წლის ლაშა ჯიმშიტაშვილი, 31 წლის ოთარ თხელიძე, 41 წლის რაშიდ მაჰმუდი, 31 წლის გიორგი ჯვარშეიშვილი, 38 წლის შალვა კუხიანიძე, 41 წლის დავით ბარძიმაძე.

ქართველებმა საერთო ჯამში,  434 ათასი ევროს ღირებულების ნივთები მოიპარეს. სულ დადგენილია ძარცვის 47-მდე შემთხვევა. მედიის ცნობით, ნაძარცვის რეალიზაცია ძირითადად ათენში მდებარე ერთ-ერთ ქართულ რესტორანში ხდებოდა.

 

 

მსგავსი თემები