სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის ფაქტები გამოავლიანი

სურსათის ეროვნული სააგენტომ აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტების შემოწმების შედეგად, 40-მდე დარღვევა გამოვლინდა.

სააგენტოს ცნობით, ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, გამოვლინდა 40-მდე დარღვევა – ვადაგასული პრეპარატების რეალიზაცია, მარკირების წესისა და რეალიზაციის პირობების დარღვევა, რაზეც სააგენტოს მიერ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

,,სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებს მთელი ქვეყნის  მასშტაბით  ამოწმებენ. ლაბორატორიული  კვლევის მიზნით, ინსპექტორები იღებენ პრეპარატების  ნიმუშებსაც.

მიმდინარე წელს, აღებულია  აგროქიმიკატების და  პესტიციდების 190-მდე ნიმუში.  წლის ბოლომდე, დაგეგმილია 380 ნიმუშის აღება.

უხარისხო, ვადაგასული და ფალსიფიცირებული პრეპარატების გამოვლენისა და ბაზრიდან ამოღების მიზნით, ყველა სარეალიზაციო ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი,”- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები