,,მდგომარეობა შეიცვალა, მივდივართ მატებისკენ, 2 კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა”- ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,ერთი თვის განმავლობაში ვირუსის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა, თუ შევადარებთ 2 კვირის წინანდელ სტატისტიკას, ხუთჯერ არის მომატებული შემთხვევების რაოდენობა,”- ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა  ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში განაცხადა.

თსსუ-ს პროფესორის განმარტებით, ევროპის ქვეყნების მსგავსად, საქართველოში ვირუსის შემთხვევების ზრდის მკვეთრი დინამიკა შეიმჩნევა. მისივე თქმით, თუ ციფრებს შევხედავთ, ჯერჯერობით ეს მატება საგანგაშო არ არის.

,,მდგომარეობა შეიცვალა, მივდივართ მატებისკენ. ვიმეორებთ იგივე ტენდენციას, რაც ევროპის ყველა ქვეყანაში არის. ერთი თვის განმავლობაში ვირუსის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. თუ შევადარებთ 2 კვირის წინანდელ სტატისტიკას, ხუთჯერ არის მომატებული შემთხვევების რაოდენობა. 500-დან ავედით ჯერ 1200-მდე, ახლა 2500-მდე. პრაქტიკულად, 5-ჯერ არის მომატებული შემთხვევები ბოლო 2 კვირის განმავლობაში, რაც მართლაც მნიშვნელოვანი მატებაა. თუმცა თუ ციფრებს შევხედავთ, ჯერჯერობით ეს მატება საგანგაშო არ არის. კვირის განმავლობაში 2500 შემთხვევა რაოდენობის თვალსაზრისით საგანგაშო არ არის, მაგრამ მატების დინამიკის თვალსაზრისით ნამდვილად საგანგაშოა. 5-ჯერადი მატება ძალიან ბევრია და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა და ყოველ კვირას  გაორმაგდა შემთხვევების რაოდენობა, ჩვენ ალბათ, მოგვიწევს ყოველდღიურ სტატისტიკაზე გადასვლა და არა ყოველკვირეულზე, ვინაიდან ეს მაჩვენებელი მართლაც საგანგაშოა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში”.

ცუნამის მსგავს პანდემიის მოლოდინში – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

მსგავსი თემები