“პოლიტიკოსების დღის წესრიგი საზოგადოების დღის წესრიგს აცდენილია” – გია აბაშიძე საკადრო პოლიტიკაზე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საკადრო ცვლილებების გარდა, საჯარო სექტორში აუცილებელია, მასშტაბური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ.

„ეიჩარი და პიარი “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. მოდიან გარკვეული მინისტრები, ზოგი წამოიწყებს მასშტაბურ რეფორმას, შემდეგ კი ქრება ისიც და მისი რეფორმაც. საპრეზიდენო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, საკადრო ცვლილებები არაერთხელ დაანონსდა. არის განცხადეები, რომ სურპრიზები იქნება პარტიაში, მთავრობაში, მაგრამ, ჯერჯერობით, მსგავსს ვერაფერს ვხედავთ. ველოდებით პასუხს მმართველი გუნდიდან,” – აღნიშნა გია აბაშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

ანალიტიკოსი რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ სახელმწიფო ფინანსების განკარგვის კუთხით მძიმე ვითარებაა: „როგორც ანალიტიკოსი, ცვლილებების საჭიროებას ნამდვილად ვხედავ. კარგია, რომ ამ მხრივ, გარკვეული ტენდენციები დაიწყო. რეგიონებში კორუფციასთან ბრძოლა მიმდინარეობს (იგივე წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების ფაქტი). სახელმწიფო ფინანსების განკარგვა არა მხოლოდ რეგიონებში, დედაქალაქშიც პრობლემაა. ცვლილებებისთვს კი საკადრო პოლიტიკის განხორციელება აუცილებელია. მნიშვნელოვანია, მასშტაბური ბრძოლა კორუფციასთან საჯარო სექტორში. ამას გვეუბნება საზოგადოების განწყობაც – მტავარ პრობლემად კორუფციის მატება რჩება. კვლევებიდან, რომელიც ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ჩაატარა, ჩანს, რომ პოლიტიკოსების დღის წესრიგი საზოგადოების დღის წესრიგს აცდენილია” – აღნიშნა გია აბაშიძემ მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები