ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეს, საქართველოს მასშტაბით, ერთიანი ეროვნული გამოცდები   ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

წელს მოხსნილია საგამოცდო ცენტრებში პირბადის ტარების ვალდებულება და გაუქმდა თერმოსკრინინგი. გარდა ამისა, საგამოცდო სექტორში განთავსებულ მაგიდებს აღარ ექნებათ დამცავი ფარები.

წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება.

მსგავსი თემები