უკრაინაში გლოვის დღეა

ოდესაზე მიტანილი იერიშის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, დაღუპულია 21 ადამიანი. უკრაინაში 2  ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბრძანებას ხელი მოაწერა, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი თვითმმართველობის, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სახლებსა და შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

 

მსგავსი თემები