რატო ვერ საქმდებიან ადგილობრივი კადრები და რატომ ჩამოჰყავთ მუშახელი უცხოეთიდან? – ელგუჯა მელაძე „მედიაცენტრ მთავართან“

„დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში სამუშაო ადგილები არსებობს, თუმცა კადრების დეფიციტია. სწორედ ამით ხსნის მელაძე იმ ფაქტს რომ მეწარმეები იძულებულები არიან, სამუშაო ძალა უცხოეთიდან მოიწვიონ.

„ყველაფერს აქვს თავისი ფასი და ღირებულება. არიან ადამიანები უმუშევრები, რომლებიც მართალია არიან სპეციალისტები, მაგრამ ეს გამოცდილება მოძველებულია.  დიდი მასაა ადამიანების, რომლებმაც გაიარეს სწავლება წლების წინ, თუნდაც 5 წლის წინ, თუმცა, ამ 5 წლის მანძილზე ძალიან  ბევრი რამ შეიცვალა ტექნოლოგიებში და გაცვდა ის გამოცდილება. ადამიანებს მუდმივად სჭირდება გადამზადება. თუ გადამზადებული და პროფესიონალი კადრი თუნდაც 5 წლის განმავლობაში არ მუშაობს, მას აუცილებლად დასჭირდება გადამზადება. ეს მუდმივი პროცესია. სხვანაირად შეუძლებელია სამუშაო ადგილების მოთხოვნების დაკმაყოფილება“ – აღნიშნა ელგუჯა მელაძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე შეფასებით, იმისათვის, რომ ადამიანმა ღირსეული ანაზღაურება მიიღოს, თავადაც ღირსეული კადრი უნდა იყოს.

„შრომითი პოტენციალი და რესურსი უნდა იყოს ღირსეული. მეწარმე გასცემს ღირსეულ ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოზე ეყოლება კვალიფიციური კადრი. უცხოეთიდან რომ ჩამოჰავთ ადამიანები მათ ღირსეულად უხდიან რადგანაც არიან თავისი საქმის ღირსეული სპეციალისტები. მეწარმეს კი კადრი უცოეთიდან იმ შემთხვევაში ჩამოჰყავს, როცა ის ადგილობრივ ბაზარზე შესაბამის კადრს ვერ პოულობს“ – განაცხადა ელგუჯა მელაძემ მედიაცენტრ მთავართან“.   

მსგავსი თემები