,,კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი”- ირაკლი კობახიძე ვატო წერეთელზე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დღეს გამართულ ბრიფინგზე  ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, ვატო წერეთელმა კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო შესაბამისი პასუხი.

,,რაც შეეხება, გუშინდელ სამწუხარო ინციდენტს. ძალიან სამწუხაროა, რომ უკვე მეორე შემთხვევა მოხდა, როდესაც კონკრეტული საელჩოს ტერიტორია გახდა პროვოკაციის მოწყობის არეალი. ამ ადამიანმა ( ვატო წერეთელმა) კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი და მისი პროვოკაცია არ დარჩა პასუხგაუცემელი,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განმარტებით, მან იცის რა უთხრა ვატო წერეთელმა ანრი ოხანაშვილს.

,,ვიცით რა თქმა უნდა, თუმცა ამას არ გავიმეორებ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. ჩვენ ვერ დავეშვებით  ჭუტას დონეზე,”- აღნიშნა კობახიძემ.

,,კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იყო უმძიმესი პროვოკაცია, ჩემი პოზიციაც ნათელია, მეც იგივეს გავაკეთებდი,”- დასძინა ირაკლი კობახიძემ.

 

ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე დეპუტატები მედია მფლობელს გაუსწორდნენ?!

მსგავსი თემები