,,ეს არის ,,ალტ-ინფოს” პარტიული დაჯგუფება პარლამენტში”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე  „ქართული ოცნებიდან“, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის წასვლას ეხმაურება. ვაშაძის განცხადებით, პარტიიდან წასული დეპუტატები პარლამენტში „ალტ-ინფოს”  დაჯგუფებას წარმოადგენენ.

„სამწუხაროდ, საქმე გვაქვს „ქართულ ოცნებასთან”, რომელმაც თავისი ერთი ნაწილი „ალტ-ინფოს” პარტიად აქცია და მეორე ნაწილი ვითომ მედასავლეთეა. ეს არის ,,ალტ-ინფოს” პარტიული დაჯგუფება პარლამენტში, არ მეგონა, რომ სოზარ სუბარი, რომელიც სახალხო დამცველი იყო ამ დონეზე დავიდოდა, ყაველაშვილს შეიძლება გავუგოთ, იმიტომ რომ ფეხბურთელია და ვერ იაზრებს რამდენად მძიმეა ის პროცესი, რომელშიც მონაწილეობს. ეს არის კატასტროფა და ,,ალტ-ინფო”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები