,,ეს არის სახედაკარგული „ქართული ოცნების“ ნათელი მაგალითი, ეს არის ძალადობა, რითიც უნდათ ხალხის ნებასთან დაპირისპირება”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, გიორგი ვაშაძე გუშინ, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ეს არის ძალადობა, რითიც უნდათ ხალხის ნებასთან დაპირისპირება.

„სამწუხაროდ, ეს არის სახედაკარგული „ქართული ოცნების“ ნათელი მაგალითი. გუშინ და გუშინ წინ საქართველოს მასშტაბით ფიზიკური თავდასხმების მთელი კასკადი, ახლა უკვე დეპუტატები ჩაერთნენ ამ ყველაფერში. ეს არ არის ცალკე ამოგლეჯილი ერთი ფაქტი, ეს არის ძალადობა, რითიც უნდათ ხალხის ნებასთან დაპირისპირება. მე მათ ვეუბნები, ძალიან ცოტა დრო, უფრო და უფრო ცოტა დრო დაგრჩათ, გონს მოეგეთ. რა თავდასხმები ხალხნო? ან რა ამერიკის ელჩთან? რაზე ვსაუბრობთ საერთოდ. ამერიკის საელჩოსთან და საელჩოში თუ მოხდებოდა ფიზიკური ანგარიშსწორება დეპუტატების მხრიდან. ამას ვინმე წარმოიდგენდა? რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. როგორ შეიძლება, განსხვავებული შეფასებები იყოს საერთოდ ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ საქმე გვაქვს „ქართულ ოცნებასთან“, რომელმაც  თავისი ერთი ნაწილი „ალტ-ინფოს“ პარტიად აქცია იმ სამეულის მეშვეობით, მეორე ნაწილი ვითომ მედასავლეთეა და რაც სამწუხაროა, ყველას უნდა, აგვაცდინონ ევროპული ინტეგრაციის გზას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე დეპუტატები მედია მფლობელს გაუსწორდნენ?!

მსგავსი თემები