,,კანდიდატის სტატუსის მიღებას 115 დღე დასჭირდა და გაწევრიანების გზას წლები არ უნდა დასჭირდეს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,უკრაინა იბრძვის ღირებულებებისთვის და ეს ღირებულება ახალი თავისუფალი ევროპული ოჯახის წევრობაა, სამშობლოს დღეს იარაღით ხელში ვიცავთ, ვიბრძვით მომავლისთვის და მშვიდობისთვის,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან ერთად, მან ხელი მოაწერა  ერთობლივ განცხადებას, რომელიც არის ხელისუფლების ყველა შტოს ერთიანობის ნიშანი და მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინის სტრატეგიულ მიზანს – ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა წარმოადგენს.

,,უკრაინა ახალ ისტორიას იწყებს და ეს ევროკავშირია. დღეს უკრაინა და ევროპა ერთად არიან. არა ისე როგორც 2 მეზობელი რომელთა შორის საზღვარია გავლებული, არამედ მხარეები რომლებსაც საერთო ევროპული ღირებულებები და მომავალი აქვთ. ეს არ არის პოლიტიკური ნება, ეს იურიდიულად დამტკიცებული სტატუსია. ჩვენ მოვიპოვეთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ჩვენ გავერთიანდით ჩვენი ქვეყნის და ერის გადასარჩენად.  ვიბრძოლეთ და მოვიპოვეთ სტატუსი. ჩვენ არ გავჩერდებით და ამ ომშიც გავიმარჯვებთ. სტატუსის მისაღებად ბევრი შრომა მოგვიწია და შედეგს მივაღწიეთ. გილოცავთ, ეს საერთო გამარჯვებაა. უკრაინა იბრძვის ღირებულებებისთვის და ეს ღირებულება ახალი თავისუფალი ევროპული ოჯახის წევრობაა. სამშობლოს დღეს იარაღით ხელში ვიცავთ. ვიბრძვით მომავლისთვის და მშვიდობისთვის. არ გვინდა რომ დილა ისეთი ტრაგიკული ამბავი დაიწყოს როგორც ეს დღეს დილით ოდესაში მოხდა. უნდა მოვემზადოთ და ვიბრძოლოთ რომ მალე ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ. სხვა ალტერნატივა არ არსებობს. უკრაინა თავისუფალი ევროპის ნაწილია.

დღეს, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან ერთად, ხელს ვაწერთ ერთობლივ განცხადებას, რომელიც არის ხელისუფლების ყველა შტოს ერთიანობის ნიშანი და მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მივაღწიოთ უკრაინის სტრატეგიულ მიზანს – ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას. ამ განცხადების ხელმოწერა უნდა ნიშნავდეს იგივეს, რასაც ომის მეხუთე დღეს გაწევრიანების განცხადებაზე ხელმოწერა ნიშნავდა. კანდიდატის სტატუსის მიღებას 115 დღე დასჭირდა და ჩვენი გაწევრიანების გზას წლები ან ათწლეულები არ უნდა დასჭირდეს. ეს გზა სწრაფად უნდა გადავლახოთ. გავხადოთ სამუშაოს ჩვენი ნაწილი სრულყოფილი, რათა მივცეთ საშუალება ჩვენს მეგობრებს ევროკავშირში მიიღონ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენთვის ისეთივე სწრაფად და კონსოლიდირებულად,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები