„კუნძული “ზმეინის“ სტრატეგიული წერტილია და მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში“ – ზელენსკი

„დღევანდელი დღის სიტყვა ნამდვილად არის კუნძული ზმეინი“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში და დასძენს, რომ ამ კუნძულის გათავისუფლება ვითარებას რადიკალურად ცვლის.

პრეზიდენტი კუნძულის გათავისუფლებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის სამხედრო მოსამსახურეებს.

„დღევანდელი დღის სიტყვა ნამდვილად არის კუნძული ზმეინი“. ამდენი ამ კუნძულზე მხოლოდ მაშინ ვისაუბრეთ, როდესაც იქ რუსული გემი ჩავიდა. შემდეგ გემიც სამუდამოდ წავიდა და ახლა კუნძულიც თავისუფალია. მინდა, მადლობა ვუთხრა დაზვერვის მთავარ სამმართველოს, ალფას მებრძოლებს, ჩვენს არტილერისტებს, არმიის პილოტებს, კუნძული ზმეინი არის სტრატეგიული პუნქტი და მნიშვნელოვნად შეცვლის სიტუაციას შავ ზღვაში. ეს ჯერ არ არის უსაფრთხოების გარანტია. ეს ჯერ კიდევ არ არის გარანტია, რომ მტერი არ დაბრუნდება“ – აცხადებს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ „ზმეინი“ ის კუნძულია, რომელსაც ოკუპანტები მიადგნენ და მესაზღვრეებს დანებება მოსთხოვეს, მესაზღრეებმა  კი „ერთი მიმართულებით“ გაუშვეს და ეს ფრაზები მსოფლიოს მოედო.

 

მსგავსი თემები