ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე დეპუტატები მედია მფლობელს გაუსწორდნენ?!

ამერიკის საელჩოში, სადაც  საქართველო-ამერიკის მეგობრობის 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საელჩოს სტუმრები საელჩოს სტუმრებს ფიზიკურად შეეხნენ.

დაპირისპირება ტვ პირველის დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „მმართველი გუნდის“ დეპუტატებს შორის მაშინ მოხდა, როცა ტერიტორიაზე უამრავი მოწვეული სტუმარი იმყოფებოდა.

წერეთელი ელჩ კელი დეგნანისგან ვიდეოკამერების ჩანაწერის გასაჯაროებას ითხოვს.

„აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დამესხნენ და ფიზიკურად გამისწორდნენ. აშშ-ის საელჩოს ეზოში მოწვეული იყო 200 ან 300 სტუმარი, შოკში ვარ, ასეთი რამ არ ვიცი. წარმოგიდგენიათ, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე ეს რომ ხდება, გარეთ რა ხდება? მივმართავ კელი დეგნანს, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება ადამიანის მიმართ, კონკრეტულად, ჩემ მიმართ, კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ კადრები, მიეცით მედიას კადრები, როგორ უსწორდებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები ადამიანს. თქვენს ტერიტორიაზე კრიმინალი მოხდა“, – აცხადებს ვატო წერეთელი.

მისი თქმით, თავდამსხმელი დეპუტატები იყვნენ: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ოდიშარია და მგალობლიშვილი.

ოხანაშვილმა მომიჭირა ხელზე, დამიწყო გარჩევები… ოხანაშვილი რომ ქუჩურ გარჩევას დაგიწყებს, ხომ თავი უნდა მოიკლა, რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი, ორივე სახეში მომხვდა. ეს ლაჩრები“ – აცხადებს წერეთელი და დასძენს, რომ კელი დეგნანს უკვე ესაუბრა და კადრების გასაჯაროება მოითხოვა.

მისივე თქმით, ელჩმა ბოდიშები მოიხადა.

მსგავსი თემები