დამატებით 800 მილიონი უკრაინას ამერიკისგან

ჯო ბაიდენი უკრაინას დახმარებას უზრდის და  800 მილიონი დოლარის დამატებით დააფინანსებს აანონსებს. ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მორიგი დახმარება უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის.

„უკრაინას უკვე გამოვუყავით თითქმის შვიდი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება უსაფრთხოებისთვის, მას შემდეგ, რაც მე პრეზიდენტის თანამდებობა დავიკავე. უახლოეს დღეებში ჩვენ ვგეგმავთ დამატებით 800 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების გამოცხადებას, რაც მოიცავს ახალი, მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მეტ არტილერიას და აღჭურვილობას“, – აცხადებს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

ჯო ბაიდენი ისევ იმეორებს, რომ ნატოს ტირიტორიებს ვერავინ შეეხება.

„ვადასტურებთ, რომ მეხუთე მუხლის ვალდებულება წმინდაა და ერთზე თავდასხმა ნიშნავს ყველაზე თავდასხმას, ჩვენ დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს. თავის მხრივ, აშშ აკეთებს სწორედ იმას, რაც მე ვთქვი, რომ გავაკეთებდით, თუ პუტინი უკრაინაში შეიჭრებოდა. ვაძლიერებთ ჩვენ პოზიციებს ევროპაში, ჩვენ განვათავსებთ მეტ ხომალდს აქ, ესპანეთში, ჩვენ ვათავსებთ მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემებს იტალიაში და გერმანიაში, მეტ ეფ-35-ს გაერთიანებულ სამეფოში, აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად ნატო-ს სამეთაურო შტაბს პოლონეთში, დამატებით ბრიგადას რუმინეთში, ამასთან ერთად, ძალების როტაციული განთავსება ბალტიის ქვეყნებში“ – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

მსგავსი თემები