წყალზე, დენზე და გაზზე ფასების ზრდა არ იგეგმება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით „მედიაცენრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფასის კორექტირება არ იგეგმება.

„ტარიფების ცვლილებებზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს. ეს ფაქტორები არ გაუარესებულა, მათ შორის არც სავალუტო კურსი, არც ისეთი ფაქტორები, რაც გვიბიძგებს, დავიწყოთ მუშაობა ტარიფების ზრდაზე. ელექტროენერგიის ტარიფი დამოკიდებულია იმპორტის მოცულობაზე, ვალუტის კურსზე, რადგან ჩვენს სამომხმარებლო კალათაში საკმაოდ დიდი წილი უჭირავს იმპორტის მაჩვენებელს, ასევე, სექტორში განხორციელებულ ინვესტიციებზს. გაზის ტარიფი კი პირდაპირ, ვალუტის  კურსზეა დამოკიდებული, თუმცა, როცა ჩვენ დავადგინეთ, მაშინაც საკმაოდ მაღალი იყო ვალუტის კურსი.  მეორე მხრივ, გაზის მოხმარების მოცულობა გაზრდილია, შესაბამისად, ეს პირიქით მოქმედებს, ანუ ტარიფზე ზეწოლას ამსუბუქებს.

რაც შეეეხევა წყალმომარაგების ტარიფებს, ის  2023 წლის ბოლომდე გვაქვს დადგენილი და ამას გეგმურად ისედაც არ უწევს გადახედვა. არც არაგეგმურ გადახედვაზე გვაქვს განაცხადი მიღებული. ამიტომ, ტარიფებთან დაკავშირებით ვართ მშვიდად“, – განაცხადა დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები