,,ერთი ქვეყნის დომინირება მსოფლიო ასპარეზზე სახიფათოა და წარმოშობს მასშტაბურ რისკებს“- ვლადიმერ პუტინი

,,ერთი ქვეყნის ან ქვეყნების ჯგუფის დომინირება მსოფლიო ასპარეზზე არა მხოლოდ არაპროდუქტიულია, არამედ სახიფათოც და აუცილებლად წარმოშობს მასშტაბურ, სისტემურ რისკებს,”- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს გლობალური პროცესების გაკონტროლებას.

„ეგრეთ წოდებული წესებზე დაფუძნებული წესრიგის და სხვა საეჭვო ცნებების საფარქვეშ ისინი ცდილობენ, გააკონტროლონ და წარმართონ გლობალური პროცესები საკუთარი შეხედულებისამებრ. ატარებენ დახურული ბლოკების და კოალიციების შექმნის კურსს, იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სასარგებლოა მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის – აშშ-სთვის. საერთაშორისო ურთიერთობებში სხვა მონაწილეთა ბუნებრივი უფლებები იგნორირებულია და უსაფრთხოების განუყოფლობის ფუნდამენტური პრინციპი შერჩევით არის განმარტებული. დასავლეთის მიერ სუვერენულ სახელმწიფოებზე დაწესებულმა ცალმხრივმა არალეგიტიმურმა სანქციებმა უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. ერთი ქვეყნის ან ქვეყნების ჯგუფის დომინირება მსოფლიო ასპარეზზე არა მხოლოდ არაპროდუქტიულია, არამედ სახიფათოც და აუცილებლად წარმოშობს მასშტაბურ, სისტემურ რისკებს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მსგავსი თემები