,,24 თებერვალს უკვე დაიწყო მესამე მსოფლიო ომი”- ოლექსი რეზნიკოვი

„ნუ გეშინიათ და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

რეზნიკოვის თქმით, თუ უკრაინა დამარცხდება მთელ ევროპის კონტინენტს საფრთხე შეექმნება.

„გთხოვთ, არ იგრძნოთ დაღლილობა. გთხოვთ გააგრძელოთ მხარდაჭერა. ნუ შეგეშინდებათ რუსებთან ახალი დონის ესკალაციის, რადგან აბსოლუტურად გულწრფელად, მიმდინარე წლის 24 თებერვალს უკვე დაიწყო მესამე მსოფლიო ომი. ეს არის სრულიად გულწრფელი და ეს არის რეალობა” – აღნიშნა ოლექსი რეზნიკოვმა.

მსგავსი თემები