,,ოპოზიცია პოლარიზაციის გამღვივებელი თავად არის, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა პოლარიზაციის პიკში აყვანა”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია პოლარიზაციის გამღვივებელი თავად არის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა პოლარიზაციის არათუ გაღვივება, არამედ პიკში აყვანა.

პაპუაშვილი ასევე გამოეხმაურა  კამპანია “შინ ევროპისკენ” ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე დაპირისპირებასაც. მისი თქმით, მან არ იცის ვინ მივიდა ამ შეხვედრების ჩასაშლელად.

,,იმის დაბრალება, თითქოს, ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული, ერთ-ერთი ნაწილია სწორედ პოლარიზაციის დღის წესრიგის, რომელიც ოპოზიციას აქვს. ოპოზიცია რაღაცნაირად თანმიმდევრული უნდა იყოს. ოპოზიცია პოლარიზაციის გამღვივებელი თავად არის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა პოლარიზაციის არათუ გაღვივება, არამედ პიკში აყვანა. ოპოზიციას უნდა, სიტუაცია პოლარიზაციის პიკისკენ წაიყვანოს. როცა მთავრობის გადადგომას ითხოვ, დემოკრატიის ლეგიტიმაციის არმქონე მთავრობის შექმნას ცდილობ და ოპოზიციას შემდეგ უკვირდეს, რომ პოლარიზაციაა და შეიძლება, ადგილზე მოქალაქეებთან შეხვედრებისას კონფლიქტი ჰქონდეს, არათუ არათანმიმდევრულია, არამედ პარადოქსული დამოკიდებულებაა. „ქართულ ოცნებას“ საქართველოში მხარს უჭერს მილიონი მოქალაქე. რა თანხმობაზეა საუბარი, როცა პროტესტით უნდათ მთავრობის შეცვლას მიაღწიონ. თანხმობა თავშივეა გამორიცხული, რადგან ამბობენ, ვიღაც უნდა აიძულონ, გადადგეს, ვიღაც უნდა აიძულონ, რაღაცას დათანხმდეს. ეს თავისთავად პარადოქსია. როგორ იქნება ეროვნული თანხმობა, სადაც არის იძულება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

მსგავსი თემები