,,ნატო არასდროს მისცემს უფლებას რუსეთს, დაბლოკოს გაფართოების თემა, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინის მიმართ“- პეტრ მიკისკა

საქართველოში ჩეხეთის ელჩმა, პეტრ მიკისკამ საფრანგეთის ელჩ დიეგო კოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნატო არასდროს მისცემს უფლებას რუსეთს,  დაბლოკოს ნატო-ს გაფართოების თემა.

მისი თქმით, ნატო მუდმივად ადასტურებს ბუქარესტში მიღებულ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინის მიმართ.

„ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, რაც ბუქარესტის სამიტზე გამოაცხადეს, მუშაობს დღესაც და ამის დადასტურება გახლავთ შვედეთისა და ფინეთის მიღება. ეს არის გაფართოების დასტური და რა თქმა უნდა, ეს ქვეყნებს დიდ იმედს აძლევს, რომ მათი საკითხიც იქნება გადაჭრილი. ნატო არასდროს მისცემს უფლებას რუსეთს, რომ მან დაბლოკოს ნატო-ს გაფართოების თემა. მთელ იმ დოკუმენტებში ნატო მუდმივად ადასტურებს ბუქარესტში მიღებულ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინის მიმართ“, – განაცხადა პეტრ მიკისკამ.

მსგავსი თემები