,,ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებსაც არ ითხოვს, რადგან იცის, რომ მას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მთელი კამპანია ემსახურება სწორედ ხალხისთვის გვერდის ავლას  და ხალხის გარეშე ხელისუფლების ხელში ჩაგდებას.

„თუ აკვირდებით, ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებსაც არ ითხოვს, რადგან იცის, რომ მას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს. მნიშვნელობა არ აქვს, ვადამდელი არჩევნები იქნება თუ არა. ვადამდელ არჩევნებს რატომ არ ითხოვენ? – იციან, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. რა საჭიროა ვადამდელი, რომელიც ახლახანს იყო თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც პირწმინდად წააგო ოპოზიციამ. მათი მთელი კამპანია ემსახურება სწორედ ხალხისთვის გვერდის ავლას, ჩაჩოჩებას და ხალხის გარეშე ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. რა თქმა უნდა, ვადამდელ არჩევნებს არ უნდა ველოდოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები