,,ვითომ წასულმა დეპუტატებმა „ალტ- ინფოს” გადაასწრეს ანტიდასავლური და ანტიეროვნული განცხადებებით”- პაატა მანჯგალაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი  პაატა მანჯგალაძე „ქართული ოცნებიდან“, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის წასვლას ეხმაურება.

მისი თქმით, ,,ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა „ალტ- ინფოს” გადაასწრეს ანტიდასავლური და ანტიეროვნული განცხადებებით.

,,ქართული ოცნებიდან“ ვითომ წასულმა დეპუტატებმა „ალტ- ინფოს” გადაასწრეს ანტიდასავლური და ანტიეროვნული განცხადებებით – მათ განცხადებებს „ქართული ოცნების” დეპუტატები არ ემიჯნებიან. ამბობენ, რომ თვითონაც მათ მსგავსად ფიქრობენ, მაგრამ თვითცენზურიდან გამომდინარე დუმილს არ არღვევდნენ, სოზარ სუბარი და დანარჩენები “აუშვეს,” ამიტომ, რასაც სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე ლაპარაკობს, სინამდვილეში ივანიშვილი ლაპარაკობს, არანაირი ცალკე ხუნდაძე არ არსებობს, ივანიშვილის გეგმას და დამოკიდებულებას ამჟღავნებს ეს ხალხი,”- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი თემები