“უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს“ – აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი. იენს სტოლტენბერგის შეფასებით, ნატო-ს მოკავშირეები საერთო დაფინანსების გაზრდის საკითხზე შეთანხმდნენ.
შეთანხმების მიხედვით, აღმოსავლეთ ნაწილში ჯარისკაცების რაოდენობას 300 000-მდე იზრდება.
„ცივი ომის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ასეთი გეგმები გვაქვს“, – ასეთია იენს სტოლტენბერგის შეფასება შეთანხმებასთან დაკავშირებით.
მან ასევე აღნიშნა, რომ დახმარება სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს და უკრაინას შეუძლია მათი იმედი ჰქონდეს.