,,უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა დღეს სრულიად არარელევანტურია”- “ოცნებიდან” წასული დეპუტატები

“ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სოზარ საუბარი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. დეპუტატების თქმით, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა დღეს სრულიად არარელევანტურია და ამ ქვეყნისთვის სტატუსი მცირე ნუგეშადაც კი არ გამოდგება.

,,ცხადია, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა დღეს სრულიად არარელევანტურია. რუსული სამხედრო აგრესიის გამო, ქვეყანა ცეცხლის ალშია გახვეული, ქვეყანა ნადგურდება, ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი იღუპება და ასეთ დროს, კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყნისთვის, ბუნებრივია, მცირე ნუგეშადაც კი არ გამოდგება. იგივე ეხება მოლდოვას, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება კონფლიქტის ზონას, ასეულობით ათას უკრაინელ ლტოლვილს იფარებს და უმძიმეს ეკონომიკურ პრობლემებს განიცდის. ერთადერთი, რისთვისაც კანდიდატის თემა დასჭირდათ, საქართველოს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ფონის დამძიმება და რევოლუციური მუხტის ხელოვნურად შექმნა იყო,” – ნათქვამია განცხადებაში.

,,ვერ ვთანხმდებით მხოლოდ ერთზე – რა დოზით უნდა ვუთხრათ სიმართლე საზოგადოებას”- ,,ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები განცხადებას ავრცელებენ

მსგავსი თემები