,,ქართული ოცნებიდან“ წასული სამივე ადამიანი არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი და პატრიოტი”- ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა „ქართული ოცნებიდან“, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის წასვლას ეხმაურება.

ზარქუას თქმით, დეპუტატების პარტიიდან წასვლა  არ ნიშნავს იმას, რომ მათ ვექტორი შეიცვალეს.

„ქართული ოცნებიდან“ წასული სამივე ადამიანი არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი და პატრიოტი. იმის მიუხედავად, რომ მათ უმრავლესობა დატოვეს, არამც და არამც ეს არ ნიშნავს, რომ მათ ვექტორი შეიცვალეს. მთელი უმრავლესობა ვცდილობდით, რომ მათ ეს გადაეფიქრებინათ – მეც, ჩემი კოლეგებიც, თუმცა მათ თქვეს, რომ როდესაც მმართველი პარტიის კონიუქტიურით შებოჭილი არ ვიქნებით, განცხადებებში მეტად თამამები ვიქნებითო. პირადად ვარ მმართველ პარტიაში, მაგრამ ეს არ მბოჭავს, როცა რაიმე მაქვს სათქმელი, გამოვდივარ და ვამბობ ხოლმე. ჩემი ქვეყანა მიყვარს, ბოლომდე დავიცავ და ის, ვინც ფასიანი ლობისტია ან „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიული პარტნიორი და ჩემი ქვეყნის ინტერესებს ამ გადასახედიდან უყურებს, ამას მე არ დავუთმობ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი თემები