,,მადრიდის სტრატეგიულ კონცეფციაში რუსეთი მოხსენებული იქნება, როგორც მთავარი საფრთხე მოკავშირეებისთვის”- პედრო სანჩესი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, ლისაბონში მიღებული ნატო-ს სტრატეგიული კონცეფციისგან განსხვავებით, მადრიდის სტრატეგიულ კონცეფციაში რუსეთი მოხსენებული იქნება, როგორც მთავარი საფრთხე მოკავშირეებისთვის.

„თუ გავიხედავთ უკან 2010 წლისკენ, როდესაც ლისაბონში ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია იქნა მიღებული მომავალი ათწლეულისთვის, მასში ნათქვამია, რომ რუსეთი სტრატეგიული პარტნიორია. ახლა, ამის საპირისპიროდ, მადრიდის სტრატეგიულ კონცეფციაში რუსეთი მოხსენებული იქნება, როგორც მთავარი საფრთხე მოკავშირეებისთვის“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.

მსგავსი თემები