,,რუსეთი ჯერ უნდა დავამარცხოთ და შემდეგ გავმართოთ მოლაპარაკებები“- ლიზ ტრასი

,,ჩვენთვის აუცილებელია, უზრუნველვყოთ რუსეთის დამარცხება უკრაინაში. ეს აუცილებელია ევროპის უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ეს არის ერთადერთი გზა ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად“,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები მას შემდეგ უნდა გაიმართოს, როდესაც რუსეთი დამარცხდება.

„არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მოლაპარაკებების შესაძლებლობა არის ახლა, ვიდრე რუსეთი ჯერ კიდევ უკრაინაშია, მაგრამ ვფიქრობ, ეს მოიტანს ყალბ მშვიდობას. ეს გამოიწვევს შემდგომ აგრესიას მომავალში. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულის გაკვეთილებიდან – მაგალითად, მინსკის პროტოკოლის შეცდომებიდან, რამაც ვერ უზრუნველყო გრძელვადიანი მშვიდობა რეგიონში. რუსეთი ჯერ უნდა დავამარცხოთ და შემდეგ გავმართოთ მოლაპარაკებები“, – აღნიშნა ლიზ ტრასმა

მსგავსი თემები