„არ მჯერა, რომ ახლა გადაწყვიტეს, სიმართლის ცხენები შეკაზმონ, რაღაც აქვთ ჩაფიქრებული”- ალეკო ელისაშვილი

,,როგორც ყოველთვის, რაღაც აქვთ ჩაფიქრებული და უნდათ, ისე მოგვყიდონ ამბავი, თითქოს დიდ ხანია, სათქმელი აქვთ და ახლა ამბობენ,”- ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვებას.

ელისაშვილის განცხადებით, ყველა, ვინც  დასავლური პერსპექტივას უშნოდ გაეთამაშება, პოლიტიკურ პენსიაში წავა ან ამ ქვეყნიდან ვერ გაასწრებს.

„არ მჯერა იმის, რაც საჯაროდ გვითხრეს, რომ ახლა გადაწყვიტეს, სიმართლის ცხენები შეკაზმონ. როგორც ყოველთვის, რაღაც აქვთ ჩაფიქრებული და უნდათ, ისე მოგვყიდონ ამბავი, თითქოს დიდ ხანია, სათქმელი აქვთ და ახლა ამბობენ. „ქართული ოცნებისა“ და სამი მეამბოხე დეპუტატის ქცევა გვაჩვენებს, რასთან გვაქვს საქმე. შეიძლება, ამ ყველაფრის უკან კიდევ სხვა ნაბიჯები იყოს, ვნახოთ, რა იქნება. ფაქტია, რომ რაღაც აქვთ ჩაფიქრებული.

20 ივნისს ქუჩაში ამდენი ხალხი რომ გამოვიდა, „ქართულ ოცნებას“ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ანტიდასავლური რიტორიკა დაანგრევს ისევ მათ, ეს არის ისეთი ბუმერანგი, რომელიც დაბრუნებისას კი არ ატკენთ, არამედ ყველაფერს წალეკს და მათ ასეთი თემებით თამაშს არ ვურჩევ. 20 ივნისს ხალხი რა იდეით იყო მისული? – იდეით ანთებული, აბსოლუტურად განსხვავებული ხალხი იყო მისული და ეს იდეა არის დასავლური პერსპექტივა. ვინც ამას უშნოდ გაეთამაშება, პოლიტიკურ პენსიაში წავა ან ამ ქვეყნიდან ვერ გაასწრებს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხელ ყაველაშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვეს

მსგავსი თემები