,,აშშ და მოკავშირეები ვძლიერდებით, ნატო ახლა უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე”- ჯო ბაიდენი

,,ევროპაში მშვიდობის შერყევის და წესებზე დაფუძნებული მშვიდობის პრინციპებზე თავდასხმის მომენტში, აშშ და მოკავშირეები ვძლიერდებით, ნატო ახლა უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე და მნიშვნელოვანია იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე იყო,”- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნატო-ს მადრიდის სამიტის დაწყების წინ განაცხადა.

ბაიდენის ცნობით, შეერთებული შტატები გეგმავს გაზარდოს ძალების მდგომარეობა ევროპაში, საფრთხის შესაბამისად, ალიანსის პარტნიორებთან ახლო კონსულტაციებით.

„დღეს მე ვაცხადებ, რომ შეერთებული შტატები გაზრდის ჩვენი ძალების მდგომარეობას ევროპაში და გავაძლიერებთ ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას. წლის დასაწყისში ჩვენ გავგზავნეთ დამატებით 20 ათასი ჯარისკაცი ევროპაში ალიანსის გასაძლიერებლად და რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, რითაც გავზარდეთ ჩვენი ძალების რაოდენობა ევროპაში ასი ათასამდე. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მდგომარეობის გაძლიერებას საფრთხის შესაბამისად, ჩვენს პარტნიორებთან ახლო კონსულტაციებით. აქ, ესპანეთში, ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირესთან, რათა გავზარდოთ აშშ-ის საზღვაო გამანდგურებლის რაოდენობა 4-დან 6-მდე როტას საზღვაო ბაზაზე. პოლონეთში ჩვენ დავაფუძნებთ მეხუთე არმიის კორპუსის შტაბს და გავაძლიერებთ ჩვენს შესაძლებლობებს მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე. ჩვენ განვათავსებთ დამატებით როტაციულ ბრიგადას, რომელშიც შედიან 3 ათასი მებრძოლი და 2 ათასი პერსონალი რუმინეთში, გავზრდით როტაციულ განლაგებას ბალტიის ქვეყნებში. გავგზავნით ორ დამატებით F-35-ის ესკადრილიას ბრიტანეთში და განვათავსებთ სხვა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს გერმანიასა და იტალიაში. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ნატო იქნება მზად საფრთხისთვის ყველა მიმართულებით – სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო დომენზე. ევროპაში მშვიდობის შერყევის და წესებზე დაფუძნებული მშვიდობის პრინციპებზე თავდასხმის მომენტში, აშშ და მოკავშირეები ვძლიერდებით. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ნატო ახლა უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე და მნიშვნელოვანია იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე იყო“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, ნატო არის ძლიერი, ერთიანი და მადრიდის სამიტზე გადადგმული ნაბიჯები იქნება ნატო-ს კოლექტიური ძლიერების შემდგომი გაზრდა.

„ვფიქრობ, ეს ისტორიული სამიტია და ამის შესახებ ვსაუბრობდით მთელი წლის განმავლობაში. დღევანდელ შეხვედრებზე ჩვენ დავამტკიცებთ ნატო-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას და კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ერთიანობას და სიმტკიცეს ჩვენი ალიანსისთვის, რათა დავიცვათ ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი. მეხუთე პუნქტი არის შეუვალი, რასაც ვამბობთ, ყოველთვის ვგულისხმობთ – თავდასხმა ერთზე არის თავდასხმა ყველაზე, თითოეულ სანტიმეტრზე. ამ სამიტზე ჩვენ მივესალმებით შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანებას, მათ ისტორიულ განაცხადს წევრობაზე და გადაწყვეტილებას, უარი თქვან ნეიტრალიტეტზე, ტრადიციულ ნეიტრალიტეტზე. ნატო-ში გაწევრიანება ჩვენ ყველას გაგვაძლიერებს და უფრო უსაფრთხოს გაგვხდის. ჩვენ ვგზავნით ჩემი შეხედულებით უტყუარ გზავნილს, რომ ნატო არის ძლიერი, ერთიანი და ამ სამიტზე გადადგმული ნაბიჯები იქნება ჩვენი კოლექტიური ძლიერების შემდგომი გაზრდა“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

მსგავსი თემები