,,პარლამენტის სხვა წევრებსაც მოვუწოდებ – დატოვეთ „ქართული ოცნება“- გიორგი ვაშაძე

,,პარლამენტის სხვა წევრებსაც, ვინც ჯერ კიდევ „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, მოვუწოდებ – დატოვეთ „ქართული ოცნება“,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნებიდან“ სამი დეპუტატის წასვლა, ნიშნავს იმას, რომ ოლიგარქიული რეჟიმის დასასრული მოახლოვდა.

„ოლიგარქიულ რეჟიმს ძალიან ეშინია ვითარების, რაც ქვეყანაშია. არავინ ვფიქრობთ, რომ ეს 3 ადამიანი საქართველოში ევროინტეგრაციის მთავარ აპოლოგეტად იქცევა. მთავარი საკითხი არის ის, რომ „ქართული ოცნება“ კარგად ხედავს, რომ მათი ოლიგარქიული რეჟიმის დასასრული მოახლოვდა და რაღაც არასტანდარტული ნაბიჯები უნდა გადადგან.

პარლამენტის სხვა წევრებსაც, ვინც ჯერ კიდევ „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, მოვუწოდებ – დატოვეთ „ქართული ოცნება“, სანამ ანტიდასავლური წყალი არ გადმოგესხმებათ პერსონალურად თქვენც – მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალიან მალე გააკეთოთ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხელ ყაველაშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვეს

მსგავსი თემები