,,ველოდები, რომ მთელი “ქართული ოცნება” დაიშლება”- იაგო ხვიჩია

,,გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების გადაწყვეტილებას აფასებს.

ხვიჩიას თქმით, შესაძლოა დიმიტრი ხუნდაძეს პროპორციული არჩევნების ჩაგდების გამო სჯიან.

,,სამი ადამიანის წასვლა არის უნიკალური პარტიიდან ხალხის წამოსვლებს შორის, რაც აქამდე კაცობრიობას გაუკეთებია. ამ თამამი ნაბიჯის შემდეგ ველოდები, რომ მთელი “ქართული ოცნება” „დაიშლება“ ერთი- ორი დღე სალაპარაკოდ და მერე ისევ შეიკრიბება. წინა ხაზზე წასვლა თუ პარტიიდან წასვლას ნიშნავს, ეს არ ვიცოდი აქამდე, არ ვიცი, შეიძლება ძველი ამბის გამო სჯიან ბატონ ხუნდაძეს, მოგესხნებათ, პროპორციული არჩევნების ჩაგდებაში მიუძღვის წვლილი, იქნებ ახლა გაუხსენეს ძველი ცოდვები?”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები