თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას გარკვეული პირობების სანაცვლოდ დათანხმდა

„შვედეთი და ფინეთი თუ ნატო-ს წევრები უნდა გახდნენ, მათ უნდა გაითვალისწინონ თურქეთის შეშფოთების მიზეზები, ქვეყნის, რომელიც 70 წელია, ნატო-ს წევრია“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთმა ხელი  მოაწერა სამმხრივ მემორანდუმს ფინეთთან და შვედეთთან, რომელიც მხარს უჭერს მათ ნატოში გაწევრიანებას, თუმცა გარკვეული პირობების სანაცვლოდ.

ერთ-ერთი პირობის თანახმად,შვედეთი და ფინეთი ვალდებული იქნებიან, წინააღმდეგობა გაუწიონ „ქურთების მუშათა პარტიას“, რომელიც თურქეთისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული.

სამივე ქვეყანა ვალდებულნი არიან შექმნან დაზვერვის ინფორმაციის გაზიარების მექანიზმი კონტრტერორისტული ოპერაციების გასაფართოებლად და ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად.

ამასთან ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ფინეთი და შვედეთი „დაჩქარებულად და საფუძვლიანად“ განიხილავენ თურქეთის მოთხოვნას ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ექსტრადიციაზე.

მსგავსი თემები