უმძიმესი კადრები – ახალგაზრდებმა მოხუცი სასტიკად სცემეს

ახალგაზრდები ლაგოდეხში მოხუც კაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სასტიკად სცემეს და სისხლი ადინეს. შემთხვევა ვენახში მოხდა, თავდამსხმელები კი აზერბაიჯანელები არიან.

ისინი ერთდროულად თავს დაესხნენ ვენახში მყოფ მოხუც კაცს, სასტიკად სცემეს, წააქციეს, ტალახში აგორავეს და იქვე დატოვეს, თან, ეს ყველაფერი ტელეფონით გადაიღეს.

„ვაიმე“… „ვაიმე“… იძახდა მოხუცი, თუმცა, ირგვლივ მისი მშველელი არავინ იყო. „მომკალით ბარემ“ – იძახდა კაცი.

უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თბილისში გადმოიყვანეს. დაკავებულია 2 თავდამსხმელი. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია

 

მსგავსი თემები