გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა

თბილისის საპელაციო სასამართლომ  გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა სარჩელი განიხილა და უცვლელი დატოვა. პროკურატურის ინფორმაციით ძალაში დარჩა მცხეთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

„სააპელაციო ინსტანციაში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სწორედ მსჯავრდებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით მდინარე არაგვის ნაპირთან სასტიკად სცემეს გიორგი შაქარაშვილი და გადააგდეს მდინარეში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

აღნიშნული პირები მსჯავრდებულნი არიან სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში – ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას. სასამართლომ სამ პირს სასჯელის სახით 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ორ პირს, როგორც არასრულწლოვნებს, 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები