„დიდი შვიდეული“ ჩინეთს რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდებს

„დიდი შვიდეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ, სამიტის მონაწილეებმა ერთობლივი კომუნიკე შეიმუშავეს. მის მიხედვით, ჩინეთმა აქტიური როლი უნდა შეასრულოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში. შესაბამისად, G7-ის წევრები ჩინეთს მიმართავენ.

„რუსეთი აწარმოებს თავის გაუმართლებელ, არაპროვოცირებულ და უკანონო ომს უკრაინის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ჩინეთს, ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რომ მან დაუყოვნებლივ შეასრულოს საერთაშორისო სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის იურიდიულად სავალდებულო ბრძანება, შეასრულოს გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციები, შეაჩეროს მისი სამხედრო აგრესია და დაუყონებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან“, – აღნიშნულია ერთობლივ კომუნიკეში.

ასევე, „დიდი შვიდეული“ ჩინეთს მიმართავს, შეასრულოს საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები და წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოებაში.

„ვახსენებთ ჩინეთს, დაიცვას გაერო-ს წესდების პრინციპი დავების მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ და თავი შეიკავოს მუქარისგანიძულებისგან, დაშინებისა და ძალის გამოყენებისგან“, – აღნიშნულია კომუნიკეში.

 

მსგავსი თემები