„რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს“ – ემანუელ მაკრონი

„დიდი შვიდეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ, შვიდეულის წევრი ლიდერები თანხმდებიან და ერთად აკეთებენ განცხადებას, რომ რუსეთ-უკრაინის ომში პუტინმა არ უნდა გაიმარჯვოს.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, წლის ბოლომდე გამოსავალი უნდა მოიძებნოს.

„რუსეთმა ამ ომში არ უნდა გაიმარჯვოს. მას გამარჯვების მოპოვება არ შეუძლია.  ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი და ჩვენი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ შენარჩუნდება, მანამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება და იმ ინტენსივობით, რაც მნიშვნელოვანი იქნება უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა სამიტის შეჯამებისას.

ემანუელ მაკრონს იმედი აქვს, რომ წლის ბოლომდე, ყველას ჩართულობით გამოსავალი მოიძებნება.

„არავინ საუბრობს და არავის აქვს იმედის, რომ  ომი უახლოეს პერიოდში დასრულდება. იმედს ვიტოვებ, წლის ბოლომდე გამოსავალი მოიძებნება და ეს იქნება იმ პირობით, რომ რუსეთი არ გაიმარჯვებს.

„პუტინმა ეს ომი არ უნდა მოიგოს“ – ოლაფ შოლცი

მსგავსი თემები