,,სამიტზე ჩვენ განვსაზღვრავთ იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც ახლა ვართ და ვიქნებით მომავალში”- პედრო სანჩესი

,,ჩვენ ერთიანები ვართ დემოკრატიის დასაცავად და იმ ღირებულებების დასაცავად, რომელიც გვაერთიანებს – თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი, ადამიანის უფლებების პატივისცემა და ასევე წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის დაცვა,”- ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ნატო-ს მადრიდის სამიტის დაწყებამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს მადრიდის სამიტზე განისაზღვრეა ის საფრთხეები, რომლის წინაშეც ახლა არის მსოფლიო.

,,ესპანეთისთვის ამ სამიტის მასპინძლობა ძალიან დიდი პატივია, რადგან აქ მივიღებთ ახალ სტრატეგიულ კონცეფციას ნატო-სთვის, რომელიც განსაზღვრავს მომდევნო 10 წელიწადში ნატო-ს ქმედებებს და მას მადრიდის სახელი ერქმევა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ასევე, მეორე საკითხი ის არის, რომ ჩვენ ველოდებით, როგორ დასრულდება ნატო-ს გენერალური მდივნის მოლაპარაკებები ახალი წევრების, ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების საკითხზე. ვუსურვებთ გენერალურ მდივანს წარმატებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს დღეს თუ არ მოხდება, მაშინ მოხდება მოგვიანებით და ისინი გახდებიან ნატო-ს წევრები. და მესამე, მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ვხდებით ნატო-ს ახალი სტრატეგიის მონაწილეები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპის სამხრეთისთვის. ეს არის სტრატეგია 360 გრადუსი, რაც მოიცავს სამხრეთ ფლანგს, როგორც ელემენტს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული მომდევნო თვეებში. განსაკუთრებით საჰელის რეგიონში. ამ სამიტზე ჩვენ განვსაზღვრავთ იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც ახლა ვართ და ვიქნებით მომავალში. ასევე განვსაზღვრავთ ​სპეციფიკურად იმ რესურსებს, რომელიც გვაქვს ამ საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და როგორ გამოვიყენებთ მათ. ამასთან, მოვახდენთ ალიანსის კონსოლიდაციას. პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოჩნდა, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამას ახლა და მომავალშიც“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.

მსგავსი თემები