კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებმა, სავარაუდოდ საჰაერო განგაშის დროს ცენტრი არ დახურეს

უკრაინის გენერალური  პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები შესაძლოა, პასუხისგებაში მისცენ.

ვენედიქტოვას ცნობით, თუ გამოძიებით დადგინდება, რომ სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებმა საჰაერო თავდასხმის დროს უგულებელყვეს უსაფრთხოების ზომები, ისინი პასუხისგებაში მიეცემიან.

ამასთან, კრემენჩუკის მერის, ვიტალი მალეცკის განცხადებით, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციამ 23 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საჰაერო განგაშის დროს, დაწესებულება არ დაიხურებოდა.

,,როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციამ ჩატში განაცხადა, რომ 23 ივნისიდან სავაჭრო ცენტრი არ დაიხურება საჰაერო განგაშის დროს“, – წერს მალეცკი.

ქალაქის მერის თქმით, საჰაერო განგაშის იგნორირება, დანაშაულია.

უკრაინაში სავაჭრო ცენტრის დაბომბვის შედეგად მსხვერპლი იზრდება

მსგავსი თემები