,,შევთანხმდებით ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტზე უკრაინისთვის, რათა დავეხმაროთ მათ თავდაცვის უფლების დაცვაში”- იენს სტოლტენბერგი

,,ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მხარდაჭერა, რადგან, უკრაინა დგას სისასტიკის წინაშე, რომელიც ჩვენ არ გვინახავს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინისთვის მხარდაჭერა და შესაბამისი აღჭურვილობის გადაცემა კვლავ გაგრძელდება.

„მადრიდის სამიტი იქნება გადამწყვეტი სამიტი. ჩვენ შევთანხმდებით ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც იქნება ნატო-ს პროგრამა უფრო სახიფათო და არაპროგნოზირებად მსოფლიოში. ჩვენ შევთანხმდებით ფუნდამენტურ გარდაქმნაზე შეკავებაში და თავდაცვაში, მეტი მზადყოფნაში მყოფი ძალებით, მეტი აღჭურვილობით. ჩვენ შევთანხმდებით ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტზე უკრაინისთვის, რათა დავეხმაროთ მათ თავდაცვის უფლების დაცვაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მხარდაჭერა, რადგან, უკრაინა დგას სისასტიკის წინაშე, რომელიც ჩვენ არ გვინახავს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ასევე ვიმედოვნებთ, რომ იქნება პროგრესი ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების საკითხში. ასევე განვაცხადებთ, რომ გვქონდეს თავდაცვის შესაძლებლობა უფრო სახიფათო მსოფლიოში, მეტი ინვესტირება უნდა მოვახდინოთ ჩვენს თავდაცვებში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები