„ტექნიკური მთავრობის საკითხი აბსოლუტურად არაკონსტიტუციურია”- ირაკლი ქადაგიშვილი

,,პოზიცია დაკავებულია იმით, რომ  გაურკვეველ ტექნიკურ და სხვა სახის მთავრობებს იგონებს, რასაც რეალურ პოლიტიკურ პროცესთან არანაირი საერთო არ აქვს,”– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ექნიკური მთავრობის საკითხი აბსოლუტურად არაკონსტიტუციურია და არ ჯდება იმ დღის წესრიგში, რაც საქართველოს ევროკავშირთან აქვს

„ტექნიკური მთავრობის საკითხი აბსოლუტურად არაკონსტიტუციურია და მთავრობის სახელებიც კი, მიტინგის წამყვანების აზრითა და ხალხის რაოდენობით იცვლება – ხან ტექნიკურია, ხან ერთობისაა, ხან დროებითია, ხან გარდამავალია. ეს ყველაფერი არ ჯდება კონსტიტუციური განვითარების ჭრილში და იმ დღის წესრიგში, რაც საქართველოს ევროკავშირთან აქვს ახალი პერსპექტივიდან გამომდინარე. სამუშაოს დიდი ნაწილი შესასრულებელია პარლამენტის მიერ, მთავრობის მიერ ინიცირებული სხვა საკითხები იქნება. აქედან გამომდინარე, ოპოზიციას მოვუწოდებთ, ერთადერთი მოთხოვნა მაინც შეასრულონ, პარლამენტში იმუშაონ და კონსტრუქციული იყვნენ. როცა საუბარია ოპოზიციის ჩართულობაზე, ძირითადად, ოპოზიცია დაკავებულია იმით, რომ ამ პროცესიდან რამენაირად თავი ამორთოს და გაურკვეველ ტექნიკურ და სხვა სახის მთავრობებს იგონებს, რასაც რეალურ პოლიტიკურ პროცესთან არანაირი საერთო არ აქვს. ასევე იმ დღის წესრიგში არ ჯდება, რაც ევროკავშირ-საქართველოს აქვთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მსგავსი თემები