,,სასამართლო არის ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო და არავინ აპირებს სასამართლოს მართვაში ჩარევას”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იუსტიციის საბჭოს მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის ხელმეორედ არჩევას ეხმაურება.

მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოა და არავინ აპირებს სასამართლოს მართვაში ჩარევას.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას. სასამართლო არის ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო და არავინ აპირებს სასამართლოს მართვაში ჩარევას. ყველანაირი სასამართლოს რეფორმის არსია, რომ ერთი შტო მეორეს საქმიანობაში არ უნდა ერეოდეს. ამიტომ, ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ დემოკრატიის გვერდის ავლით უნდა მოხდეს მთავრობის შეცვლა, მგონი, ამ ორგანიზაციების პოზიციებს დიდი წონა არ აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ისევ მიხეილ ჩინჩალაძე გახდა

მსგავსი თემები