,,ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივანს, სამიტამდე მოვახდინეთ პოზიციების კოორდინაცია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, მადრიდში ნატო-ს სამიტის დაწყებამდე ტელეფონით ესაუბრა ნატო-ს გენერალურ მდივანს.

„ტელეფონით ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. მადრიდის სამიტამდე მოვახდინეთ პოზიციების კოორდინაცია. ხაზი გავუსვი მძლავრი ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მნიშვნელობას, რუსეთის მხრიდან ტერორისტული აქტების პრევენციისთვის,“ – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

შეგახსენებთ, ნატო-ს სამიტი მადრიდში დღეს იწყება.

მსგავსი თემები