,,მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გააკეთოს ყველაფერი, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდეს”- ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ ესაჭიროება თანამედროვე ევროპულ კლინიკაში გადაყვანა და სტრესისგაგან თავისუფალ გარემოში მკურნალობა.

,,ამის შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს დემენცია, მრავალი ორგანოს უკმარისობა და სიკვდილი. ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია Amnesty International ასევე იზიარებს შეშფოთებებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გააკეთოს ყველაფერი მისი შესაძლებლობების ფარგლებში, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდეს. გარდა ამისა, ლოგიკური გადაწყვეტილება იქნებოდა მკურნალობა ევროპულ სპეციალიზებულ კლინიკაში, რომელსაც უკვე აქვს მსგავსი შემთხვევების გამოცდილება. ეს არის უპირველეს ყოვლისა ჰუმანიტარული საზრუნავი. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ ქართული დემოკრატიის არასტაბილურობით და ვშიშობთ, რომ საზოგადოებაში ისედაც ღრმა განხეთქილება კიდევ უფრო გაღრმავდება. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება პოლიტიკური შერიგების პროცესი. თავისუფლების აღკვეთის შედეგად სააკაშვილის მძიმედ დაავადება ან გარდაცვალება შესაძლოა ამ პროცესს დაემუქროს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები