,,დემოკრატია მუშაობს არჩევნებით, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას გვერდს ვერავინ აუვლის”- შალვა პაპუაშვილი

,,საპარლამენტო უმრავლესობის აზრი კი არ არის გადამწყვეტი, გადამწყვეტია ხალხის აზრი, რადგან არჩევნებზე ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უმრავლესობა უნდა ჰქონოდა „ქართულ ოცნებას“,”- ასე უპასუხა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვას, თუ რატომ შეიძლება, საპარლამენტო უმრავლესობა წინააღმდები იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების შეცვლის .

,,არჩევნებზე ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უმრავლესობა უნდა ჰქონოდა „ქართულ ოცნებას“, მთავრობა უნდა დაეკომპლექტებინა „ქართულ ოცნებას“. ეს არის დემოკრატიული მანდატი. ხალხმა თქვა, რომ მთავრობა უნდა დააკომპლექტოს „ქართულმა ოცნებამ“ და ახლა ზოგიერთი პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ ხალხის გადაწყვეტილებით კი არ უნდა იყოს დაკომპლექტება, არამედ ისე, როგორც ამას ჩათვლის საჭიროდ რამდენიმე თვითგამოცხადებული დემოკრატიული ელიტის წარმომადგენელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, არჩევნებზე ქართველი ხალხი როგორც გადაწყვეტს, ამას უნდა მიჰყვეს ყველა, იქნება ეს პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია, აქტივისტი თუ ასე შემდეგ.

„ეს სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი დემოკრატიის და დემოკრატიული პროცედურების გვერდის ავლით. სამწუხაროდ, რიგი პოლიტიკური ჯგუფებისა, მათ შორის რიგი არასამთავრობო ორგანიზაციისა დაუბრუნდა 2020 წლის პოსტსაარჩევნო მდგომარეობას. იმავე სახეებს ვხედავთ იმავე მოწოდებებით. პოლიტიკურ ჯგუფებია თუ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც არ სურთ, „ქართული ოცნება“ იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ დემოკრატია ასე არ მუშაობს. დემოკრატია მუშაობს არჩევნებით. არჩევნებზე ქართველი ხალხი როგორც გადაწყვეტს, ამას უნდა მიჰყვეს ყველა, იქნება ეს პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია, აქტივისტი თუ ასე შემდეგ. ამას ჰქვია დემოკრატია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დემოკრატიამ გადაწყვიტა, გაანაწილა ასე ვთქვათ, პოლიტიკური წონა პარტიებს შორის, როგორც ეს მოისურვა ქართველმა ხალხმა. ქართველი ხალხის ნებას ყველამ უნდა სცეს პატივი.

საუბრები რაზეც არის, ესაა მიბრუნება, ისევ იმავე წრეზე შესვლა. იგივე სპირალშია ახლა მოხვედრილი პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგიერთი ნაწილი. სპირალი, რომელსაც ჰქვია ძალაუფლების მიტაცება დემოკრატიის გვერდის ავლით, რაც რა თქმა უნდა, როგორც სხვა დროს ვერ შეძლეს, ვერც ახლა შეძლებენ, რადგან ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას გვერდს ვერავინ აუვლის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

მსგავსი თემები