,,წარმოუდგენელია, რომ სანქცირებული ტვირთი მოჰქონდეს იმ გარანტიის გარეშე, რომ ამ ტვირთს მიიღებენ აქ”- ელენე ხოშტარია

,,დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ბათუმის ნავსადგურში, სანქცირებული ნავთობპროდუქტით შემოსულ გემთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.  მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ სანქცირებული ტვირთი მოჰქონდეს წინასწარი შეთანხმების გარეშე და იმ გარანტიის გარეშე, რომ ამ ტვირთს მიიღებენ აქ.

,,უნდა გავამახვილოთ ყურადღება რამდენიმე ფაქტზე, გემი, რომელიც გადის 500 კმ-ს წარმოუდგენელია, რომ სანქცირებული ტვირთი მოჰქონდეს წინასწარი შეთანხმების გარეშე და იმ გარანტიის გარეშე, რომ ამ ტვირთს მიიღებენ აქ. მეორე, პორტში შემოსვლის მომენტისთვის ყველა გემი გადის პროცედურას, რომელსაც ამოწმებს ყველა უწყება, მათ შორის საბაჟო, რომელიც მერე იტყუებოდა რომ ამასთან შეხება მას არ ჰქონია, სხვა შემთხვევაში ის ვერ მოხვდებოდა პორტში.  რა უნდოდა ამ გემს პორტში, სანქციების თავიდან არიდების მექანიზმი ხდება ასე, შემოდის გემი, ცვლიან წარმოშობის დოკუმენტაციას, იმისთვის, რომ შემდეგ გაგრძელდეს და წაიღოს ეს ტვირთი სხვაგან. ნიშანდობლივია, რომ გემი იდგა 2 დღე და ხელისუფლებამ დაადასტურა ამ გემის აქ ყოფნა და ამ გემზე დაიწყო საუბარი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი გაცხადდა როგორც უკრაინულ ისე ქართულ პრესაში”,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარიას ინფორმაციით, ამ ფაქტისა უკან წარმოშობით ქართველი, დღეს შვედეთის მოქალაქე დავით იაკობაშვილი დგას.

,,2014 წელს “როსნენფტთან” მოაწერა პარტნიორობის ხელშეკრულებას ხელი და მისი კომპანიის 49% შეისყიდა “როსნეფტმა”. სანქციების შემდეგ გადააკეთეს ფორმალური საბუთები, ეს არის ღია ინფორმაცია. რომელიც ასევე პირდაპირ კავშირშია ევტუშენკოვთან, იმ ევტუშენკოვთან, რომელიც ესაუბრებოდა ბიძინა ივანიშვილის ტელეფონით და ბორენკას ეძახდა, ხიდაშელთან და იყო “სისტემას” საბჭოში. საქართველოს მხრიდან ამაში ჩართულია ის არაფორმალური პირამიდა ეკონომიკის გარყვნილი მართვის, რომელიც არის დაკავშირებული და შესასწავლია უჩა ნანუაშვილისა და ლილუაშვილის როლი ამ სქმეაში”,- აღნიშნა ხოშტარიამ.

მსგავსი თემები