,,უკრაინის ნატო-ში შესვლამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს”- დიმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი იმუქრება. მისი თქმით, თუ უკრაინას ნატო-ს წევრი სახელმწიფო გახდება, შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს და მსოფლიო ტოტალუტი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს.

,,უკრაინის ნატო-ში შესვლამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს, თუ ის შემდგომში შეეცდება ყირიმის ხელყოფას.ჩვენთვის ყირიმი რუსეთის ნაწილია. ყირიმის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობა ჩვენი ქვეყანისთვის ომის გამოცხადებაა და თუ ნატო-ს წევრი ქვეყანა ამას გააკეთებს, ეს არის კონფლიქტი მთელ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. მესამე მსოფლიო ომი. ტოტალური კატასტროფა”, – განაცხადა მედვედევმა.

მსგავსი თემები