,,რუსული ნავთობის ყიდვა და ტრანსპორტირება ნიშნავს ტერორისტებისთვის ფულის მიცემას“- ვოლოდიმირ ზელენსკი

„მსოფლიოში ყველამ უნდა იცოდეს, რომ რუსული ნავთობის ყიდვა და ტრანსპორტირება, რუსულ ბანკებთან კავშირების შენარჩუნება, რუსეთის სახელმწიფოსთვის გადასახადების გადახდა ნიშნავს ტერორისტებისთვის ფულის მიცემას“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინას თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა სჭირდება ოკუპანტებზე ზეწოლის გასაძლიერებლად.

„ამიტომ ომი შეიძლება, არ გაჭიანურდეს, თუ ყველა ერთად შევძლებთ ოკუპანტებზე ზეწოლას და მათ განდევნას ჩვენი უკრაინული მიწიდან. რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უფრო მეტი სიცოცხლე შენარჩუნდება. ჯერ კიდევ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე ჩვენ ვეუბნებოდით პარტნიორებს, რომ გვჭირდება თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა. ვიმეორებდით ამას 24 თებერვლის შემდეგაც. კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრში ადამიანები იმსახურებდნენ უსაფრთხოებას ისევე, როგორც ადამიანები მსოფლიოს ნებისმიერ სავაჭრო ცენტრში – სადღაც ფილადელფიაში ან თელ-ავივში, ან სავაჭრო გალერეაში სადმე დრეზდენში. მსოფლიოს შეუძლია და ესე იგი უნდა შეაჩეროს რუსული ტერორი. და ახლა მე შემიძლია ამის თქმა – მე ეს გავიგონე ჩვენი პარტნიორებისგან. უკრაინამ უნდა მიიღოს საიმედო რაკეტსაწინააღმდეგო დაცვა, ჩვენ ველოდებით შესაბამისი სისტემების მიწოდებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები