რუსებმა სავაჭრო ცენტრი დაბომბეს, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა  

პოლტავას ოლქში, კრემენჩუგში, სავაჭრო ცენტრი დაიბომბა. რუსმა ოკუპანტებმა სავაჭრო ცენტრს რაკეტები მაშინ დაუშინეს, როცა ის 1000-ზე მეტი ადამიანი  იმყოფებოდა.

ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, რომ სავაჭრო ცენტრი მთლიანად ცეცხლშია გახვეული. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით არიან დაღუპულები და დაშავებულები.

უკრაინის პრეზიდენტი კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ცენტრში 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

“ოკუპანტებმა სავაჭრო ცენტრი დაბომბეს, რომელშიც 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. ცეცხლია, მაშველები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ, მსხვერპლის რაოდენობის შესახებ შეუძლებელია, რომ წარმოიდგინო. რუსული არმიისთვის ეს არანაირ საფრთხეს წარმოადგენდა, არანაირი სტრატეგიული ღირებულება ჰქონდა. ხალხს მხოლოდ ნორმალური ცხოვრება სურდა, რაც ოკუპანტებს ძალიან აბრაზებს. უსუსურობის გამო რუსეთი უბრალო ადამიანებზე დარტყმებს აგრძელებს. ამაოა მოლოდინი, რომ ისინი გონივრული ან ჰუმანური იქნებიან”, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

 

მსგავსი თემები