“არა ბატონებო, ფასები ამ ეტაპზე არ გაიზრდება, მაგრამ, პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარეთ” – მალხაზ დოლიძე “მედიაცენტრ მთავარში”

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი ძვირდება რაც პურის ფასზე ახდენს გავლენას. როგორც დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში განაცხადა, მეწარმეებს არ აქვთ შესაძლებლობა ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის ის კომპანია აირჩიოს რაც მათთვის მისაღებია და დახმარებას ითხოვს.

„არა ბატონებო, ფასები ამ ეტაპზე არ გაიზრდება, მაგრამ, პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარეთ. პირდაპირ გეუბნებით ჟურნალისტებს. რაშია ეს პრობლემები? იცით, რომ ბუნებრივი აირის ფასები შეიცვალა. „სოკარმა“ რაიონებში დააწესა ტარიფი 1.15 ლარი, რაც ძალიან მისაღები ფასია, მაგრამ, „თბილისი ენერჯი“ კი აცხადებს, ამ ეტაპზე საშუალება არ გვაქვს და ტარიფი  1.38 ლარი იქნებაო. მინდა ვკითხო მათ, ვისაც ენერგეტიკის საკითხები ეხება – რას ნიშნავდა აბა დერეგულირება, რომელიც ადრე შემოგვთავაზეს? დერეგულირება ნიშნავს იმას, რომ მეწარმეს აქვს საშუალება, რომ ის ტარიფი აირჩიოს, რომელიც მას აწყობს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაწყობს მაღალი ტარიფი და გვინდა შეღავათიანი ტარიფი იმისათვის, რომ არ გაიზარდოს ფურის ფასი. თუმცა, ყველაფერზე გაზრდილი საფასური ამის შესაძლებლობას არ იძლევა“ – განაცხადა მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, პურის ფასზე გავლენას ახდენს როგორ ც ფქვილი ისე ენერგომატარებლების ღირებულება. „რადგანაც ყველაფერი გაძვირებულია, ამიტომაც, გაძვირდა პურზე ფასი 0.10 ლარით“ – აღნიშნა დოლიძემ.

 

 

მსგავსი თემები