,,ბრალდებები დეფოლტის შესახებ აბსოლუტურად არამართლზომიერია”- დიმიტრი პესკოვი

,,ამ სიტუაციაში არ არსებობს არავითარი საფუძველი, რომ ამას დეფოლტი ეწოდოს“,- ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი რუსეთის მიერ გამოცხადებულ დეფოლტს.

პესკოვის განმარტებით, ხელისუფლებამ  გადასახადი ჯერ კიდევ მაისში გადაიხადა, თუმცა ის ფაქტი, რომ ეს თანხა დააკავეს და ის ადრესატამდე არ მივიდა, ეს უკვე რუსეთის პრობლემას არ წარმოადგენს.

„ეს ბრალდებები დეფოლტის შესახებ აბსოლუტურად არამართლზომიერია, რადგან უცხოურ ვალუტაში გადახდა ჯერ კიდევ მაისში განხორციელდა და ის ფაქტი, რომ Euroclear-მა ეს თანხა დააკავა და მიმღებებთან ვერ მივიდა, ჩვენი პრობლემა აღარ არის. ამ შემთხვევაში, არ არსებობს საფუძველი, რომ ამ ვითარებას დეფოლტი ვუწოდოთ“, – განაცხადა პესკოვმა.

რუსეთმა უცხოურ ვალუტაში საგარეო ვალზე დეფოლტი გამოაცხადა

მსგავსი თემები